EN
GE

The Burden of the River

'The Burden of the River’ is an attempt to reflect the multi-layered concerns of the Vere Valley through various art mediums, including installations, multimedia, paintings, mosaics, and photo projects.

The main theme of the exhibition is urban challenges within the context of the Vere Valley, reflecting issues such as waste, river pollution, the dominance of concrete, noise, city loneliness, environmental exclusion, and the airlessness and narrowness of our urban existence. The exhibition theme resonates with the concept of a utopian, ideal future and, when viewed through the perspective of the Vere Valley, it can explore more promising alternatives..

Art provides the space for contemplating fundamental changes, as it possesses the ability to emotionally connect with people, stimulate their thoughts, and depict the seemingly impossible. We would love you to imagine the stunning Vere River, which begins at Mount Didgori and flows for more than 40 kilometers before joining the Mtkvari River and entering Tbilisi in all its glory. However, we cannot see it in reality because the Vere River is enclosed in tunnels, and there are no easily accessible roads to Vere from any part of Tbilisi.

The Burden of a River is an exploration of the River Valley, presenting a vision where humans coexist harmoniously with nature. The exhibition challenges the destructive impact of human intervention on nature, advocating for a world where the Valley is free from reckless meddling. By deconstructing the obsession of the current political power with concrete and ceaseless urbanization, the artists offer a reimagined landscape where the Valley becomes a serene sanctuary where nature and people coexist peacefully. This exhibition invites viewers to reflect on the possibility of a more sustainable and balanced relationship between humanity and the natural world.


Mako Lomadze

The exhibition presents the works of Mako Lomadze: Hidden Places - Oil on canvas. Pink Oleander - Diptych: Oil on canvas. Night Walk - Oil on canvas.

Mako Lomadze's works explore the intimate connections between nature and humans. Within the context of the exhibition The Burden of the River, these pieces depict a peaceful and harmonious coexistence and illustrate the unity between humans and nature.

Davit Kukhalashvili

The Burden of the River presents two works by Davit Kukhalashvili titled as General Plan, print on canvas.


Within the exhibiton's context, we perceive these works as a symbols of wild urbanization that has encroached upon nature, leaving no room for living beings.

Salomea Bauer

The Burden of the River presents three works by Salomea Bauer: Limbo, acrylic on canvas; The Head of John the Baptist, acrylic on canvas, and Mezzanine acrylic on canvas.


In the context of The Burden of the River, Limbo echoes the harmonious coexistence of humans and nature. Mezzanine and The Head of John the Baptist can be interpreted as symbols reflecting human oppression of nature.

Filo Grechulevic

The exhibition presents a new work by Filo Grechulevic titled The Last Pure Drop of Water, acrylic on canvas, which was specially created for this exhibition.

Within the context of the exhibition, The Burden of the River, we perceive this piece as a symbol of a pure and clean river. However, simultaneously, the work reflects concerns regarding the multifaceted pollution of the Vere River.

Tuta Chkheidze

The Burden of the River showcases three works by Tuta Chkheidze: Diptych: Thorns of the Abandoned Bloom, Oil on canvas, and Fly over Vere, Acrylic on canvas.

Fly to Vere is a piece specially created for The Burden of the River. It resonates with the enchanting ambiance of the Vere Valley and portrays an idealistic future—a vision of what we aspire to the Vere Gorge in Tbilisi to become.

In the context of the exhibition, we understand The Thorns of the Abandoned Bloom" as nature abandoned by humans, which displays its thorns and causes humans to disappear as well.

Levan Abramishvili

The Burden of the River showcases the artwork of Levan Abramishvili titled A Tree, acrylic on canvas.

This stunning piece stands as a profound symbol of life within the rich tapestry of the exhibition, encapsulating the essence of vitality and significance in its portrayal.

Joseph K

Currents This installation unfolds a dystopian narrative centered on the River Vere and its plausible perspective - how the natural flow of water becomes confined within pipes, eventually risking the complete disappearance of the river that goes largely unnoticed by the city population.

The artist uses a 3D printer that symbolizes the potential future of the River Vere, reflecting the untamed urban development of contemporary Georgia.

Gio Jincharadze

The Burden of the River displays Gio Jincharadze’s work Magic on the motives of the Georgian Tale Tsikara.

Within the exhibition's context, we perceive the artist's works as a multifaceted resistance aimed at protecting nature, particularly the Vere Valley.

MOSAIC

The artist collected discarded tiles from the Vere Valley, alongside dumped construction waste, to create works that embody discarded materials as their medium. The mosaic serves as a symbol that reflects the diverse pollution found in the Vere Valley, notably the uncontrolled dumping of construction waste amid the pollution.


Extinction | Levan Abramishvili


Cemetery | Salomea Bauer


Leftovers (Nasuprali) | Tuta Chkehdize

Artists: Mako Lomadze, Levan Abramishvili, Salomea Bauer, Davit Kukhalashvili, Tuta Chkheidze, Philip Grechulevic, Joseph Katsitadze, Gio Jincharadze, Wer Michelle

Curator: Tuta Chkheidze, Giorgi Kavtaradze, Collective Failure
Collective Failure implements the project “The Burden of the River” with support from the USAID Civil Society Engagement Program (USAID).

მდინარის ტვირთი

სახელოვნებო კოლექტივი Collective Failure წარმოგიდგენთ გამოფენას „მდინარის ტვირთი“.

„მდინარის ტვირთი“ ხელოვნების სხვადასხვა მედიუმებით, მათ შორის ინსტალაციების, მულტიმედიის, ფერწერული ნამუშევრების, მოზაიკის, თუ ფოტოპროექტების ენით ვერეს ხეობის მრავალშრიანი წუხილების ასახვის მცდელობაა.

გამოფენის მთავარი თემაა ურბანული გამოწვევები ვერეს ხეობის კონტექსტში, რომელიც აირეკლავს ნარჩენების, მდინარის დაბინძურების, ბეტონის დომინაციის, ხმაურის, ქალაქში მარტოობის, გარემოსგან გარიყულობის, ჩვენი ყოფის უჰაერობის და სივიწროვის საკითხებს. ასევე, გამოფენის თემა ეხმიანება უტოპიური, იდეალური მომავლის იდეას და ვერეს ხეობის ლინზით მსჯელობს თუ როგორ ქალაქში შეგვიძლია ცხოვრება..

ცვლილებებზე ფიქრის უფლების სივრცეა ხელოვნება, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ემოციურად დაუკავშირდეს ადამიანებს, მათში აზრები გააღვივოს, შეუძლებელი წარმოადგენინოს. გვინდა დამალულ ხეობაზე მოგიყვეთ, მდინარე ვერეზე, რომელიც დიდგორის მთიდან იღებს სათავეს, მტკვართან შეერთებამდე 40-ზე მეტ კილომეტრს გადის, თბილისში კი მთელი თავისი დიდებულებით შემოდის, თუმცა ჩვენ მას ვერ ვხედავთ, რადგან ვერე გვირაბებშია ჩასმული, რადგან მდინარესთან მისასვლელი მარტივი გზა არ აქვს თბილისის არც ერთ უბანს. სატრანსპორტო გზებსა და უწყვეტ მშენებლობებში კი დამალულია ხეობა, რომელიც ძალიან ჭირდება თბილისს.

მდინარის ტვირთი წარმოადგენს ხედვას, სადაც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულად თანაარსებობენ. გამოფენაში წარმოდგენილი ნამუშევრები ერთი მხრივ საუბრობენ ბუნებაში ადამიანის ჩარევის დესტრუქციულ გავლენაზე, მეორე მხრივ კი წარმოგვიდგენენ სხვა რეალობას, ვერეს ხეობის ხელახლა წარმოსახულ პეიზაჟს, სადაც ხეობა იქცევა მშვიდ თავშესაფარად, სადაც ბუნება და ადამიანები მშვიდობიანად თანაარსებობენ. ეს გამოფენა იწვევს დამთვალიერებლებს დაფიქრდნენ კაცობრიობასა და ბუნებრივ სამყაროს შორის უფრო მდგრადი და დაბალანსებული ურთიერთობის შესაძლებლობაზე.


მაკო ლომაძე

გამოფენაზე წარმოდგენილია მაკო ლომაძის ნამუშევრები:
დიპტიხი: ვარდისფერი ოლეანდრა 83/83cm, ზეთი, ტილო 2019;
„სეირნობა ღამით“ 117/150 ზეთი, ტილო 2023;
„დამალული ადგილები“ 88/160, ზეთი, ტილო 2023.

მაკო ლომაძის ნამუშევრები ბუნების და ადამიანის ინტიმურ კავშირებზეა, გამოფენის კონტექსტში „მდინარის ტვირთი“, ჩვენ მათ ვხედავთ როგორც ადამიანის ბუნებასთან ერთიანობის მშვიდ და ჰარმონიულ თანაარსებობად.

დავით კუხალაშვილი

გამოფენაზე მდინარის ტვირთი წარმოდგენილია დავით კუხალაშვილის ორი ნამუშევარი „გენერალური გეგმა“. გამოფენის კონტექსტში ნამუშევრებს ვხედავთ, როგორც ველური ურბანიზაციის სიმბოლოს, რომელიც შეჭრილია ბუნებაში და აღარ ტოვებს სივრცეს ცოცხალი არსებებისთვის.

სალომეა ბაუერი

მდინარის ტვირთი წარმოგიდგენთ სალომეა ბაუერის სამ ნამუშევარს: “ლიმბო”, აკრილი ტილოზე; “ბაპტისტი ჯონის თავი” აკრილი ტილოზე და “მეზანინი” აკრილი ტილოზე. ლიმბო „მდინარის ტვირთის“ კონტექტში ეხმიანება ადამიანების და ბუნების ჰარმონიულ თანაარსებობას. მეზანინს და ბაპტისტი ჯონის თავს კი ამ ჰარმონიის საპირისპიროდ, ვხედავთ როგორც ადამიანისგან ბუნებივს შევიწროვების ანარეკლს.

ფილო გრეჩულევიჩი

გამოფენაზე წარმოდგენილია ფილო გრეჩულევიჩის ახალი, სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევარი „ბოლო სუფთა წვეთი“.

გამოფენის კონტექსტში „მდინარის ტვირთი“, ჩვენ ნამუშევარს ვხედავთ, როგორც სუფთა მდინარის სიმბოლოს, მეორე მხრივ კი ნამუშევარი ირეკლავს მდინარე ვერეს მრავალმხრივი დაბინძურების წუხილებს.

თუთა ჩხეიძე

მდინარის ტვირთი წარმოგიდგენთ თუთა ჩხეიძის სამ ნამუშევარს:
დიპტიხი: "მიტოვებული ყვავილობის ეკლები" ზეთი ტილო, 2022 გადაუფრინე ვერეს, აკრილი ტილო 2023
„გადაუფრინე ვერეს“ სპეციალურად მდინარის ტვირთისთვის შექმნილი ნამუშევარია, რომელიც ვერეს ხეობის ჯადოსნურ გარემოს ეხმიანება და სახავს იდეალურ მომავალს, თუ როგორი გვინდა იყოს ვერეს ხეობა თბილისში.
მიტოვებული ყვავილობის სევდა კი გამოფენის კონტექსტში გვესმის, როგორც ადამიანისგან მიტოვებული ბუნება, რომელიც ეკლებს იკიდებს და აუჩინარებს ადამიანსაც.

ლევან აბრამიშვილი

მდინარის ტვირთი წარმოგიდგენთ ლევან აბრამიშვილის ნამუშევარს “ხე”, აკრილი, ტილო ნამუშევარი „ხე“ გამოფენის კონტექსტში გვესმის, როგორც ვერეს ხეობის სიცოცხლის სიმბოლო.

ჯოზეფ კ.

დინებები მულტიმედია ინსტალაცია, 3D printer ეს ინსტალაცია მდინარე ვერეს დისტოპიური ამბავი და მისი სავარაუდო პერსპექტივაა - როგორიკარგება მისი დინება მილებში და როგორ შეიძლება საერთოდ გაქრეს მდინარე, რომელსაც თითქმის არავინ აღიარებს. პრინტერი მდინარე ვერეს შესაძლო მომავალს ბეჭდავს და თანამედროვე საქართველოს დაუოკებელ ურბანულ განვითარებას განასახიერებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფილო გრეჩულევიჩის ახალი, სპეციალურად გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევარი „ბოლო სუფთა წვეთი“. გამოფენის კონტექსტში „მდინარის ტვირთი“, ჩვენ ნამუშევარს ვხედავთ, როგორც სუფთა მდინარის სიმბოლოს, მეორე მხრივ კი ნამუშევარი ირეკლავს მდინარე ვერეს მრავალმხრივი დაბინძურების წუხილებს.

გიო ჯინჯარაძე

გამოფენაზე წარმოდგენილია გიო ჯინჭარაძის ნამუშევარი „ჯადო“ „წიქარას“ მოტივებზე შექმნილი ობიექტები: სარკე, სავარცხელი და სალესი ქვა.

სპეციალურად გამოფენისთვის “მდინარის ტვირთი” არტისტებმა შეაგროვეს ვერეს ხეობაში ჩაყრილი სამშენებლო ნაგავი და დაამზადეს ნამუშევრები, რომლებიც მხოლოდ გადაყრილ მასალას იყენებს, როგორც მედიუმს. მოზაიკა არის სიმბოლო ვერეს ხეობის მრავამხრივი დაბინძურების, რომელთა შორის არის სამშენებლო ნარჩენების უკონტროლო ჩაყრა ხეობაში.


გადაშენება | ლევან აბრამიშვილი


სალომეა ბაუერი | სასაფლაო


ნასუფრალი | თუთა ჩხეიძე

გამოფენაში მონაწილეობენ: მაკო ლომაძე, ლევან აბრამიშვილი, გიორგი ქავთარაძე, სალომეა ბაუერი, დავით კუხალაშვილი, გიო ჯინჭარაძე, თუთა ჩხეიძე, ფილიპ გრეჩულევიჩი, სოსო კაციტაძე, Wer Michelle
კურატორი: თუთა ჩხეიძე, გიორგი ქავთარაძე, Colletive Failure
პროექტი “მდინარის ტვირთი“ ხორციელდება ორგანიზაცია „კოლექტიური მარცხის“ მიერ USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით..